ენგურის ხიდთან აფხაზეთის ომში დაღუპულები გაიხსენეს

13:28, 27.09.2018

პარტია „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ პარტიის წევრებთან ერთად ენგურის ხიდზე პატივი მიაგო აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას.

„რუსეთი ოკუპანტია“, „არა ოკუპაციას“, „აფხაზეთი საქართველოა“, „ჩვენ გვახსოვს სოხუმი“, – ამ ლოზუნგებით გაიხსენეს ადგილზე შეკრებილებმა ენგურის ხიდთან აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები და მშვიდობიანი მოსახლეობა.

მსგავსი