„მარგებელი ჰოლდინგის“ კიდევ ერთი კომპანიის თანამშრომლები გაიფიცნენ. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გურიაში „ნაბეღლავის“ მწარმოებელი ქარხნის 15-მა თანამშრომელმა სამუშაო ადგილი დატოვა. მეორე დღეა, გაფიცულები არიან „მარგებელი ჰოლდინგის“ სადისტრიბუციო კომპანია „ენგადის“ თანამშრომლები. ისინი საწყობიდან სადისტრიბუციო მანქანებს არ უშვებენ.