„ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენდირექტორი დენის ტარიფის მატებას არ გამორიცხავს

მოიმატებს თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი?  – გადაწყვეტილებას სემეკი თვის ბოლოს მიიღებს. მანამდე კი კომისიაში შეფასებისგან თავს იკავებენ და ფასის ცალკეულ კომპონენტებს განიხილავენ.

დღეს სემეკ-ში ენერგო კომპანიების საინვესტიციო გეგმებზე იმსჯელეს.

თელასში მომავალი ტარიფის შესახებ პროგნოზს არ აკეთებენ.

ენერგო-პრო ჯორჯიას დირექტორი კი არ გამორიცხავს, რომ ტარიფის მატება გარდაუვალი გახდეს.

ერთ-ერთი მიზეზი კომპანიის გაზრდილი ხარჯებია, მათ შორის ენერგიის შესყიდვის კუთხით.