„თელასში“ არ აკონკრეტებენ, გაიზრდება თუ არა დენის ტარიფი

13:42, 12.12.2017

კომპანია „თელასში“ არ აკონკრეტებენ, მოსალოდნელია თუ არა ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა.

როგორც ენერგოკომპანიის კომერციული დირექტორის მოადგილემ მიხეილ ანთაძემ განაცხადა, სემეკ-ში წარდგენილია სატარიფო განაცხადი და გადაწყვეტილებას კომისია მიიღებს.

რაც შეეხება „თელასის“ საინვესტიციო გეგმას, კომპანია 2018-2020 წლებში დედაქალაქის ენერგომომარაგების გაუმჯობესებაში 50 მილიონი ლარის ჩადებას გეგმავს.

მსგავსი