გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე ედინბურგში, დიდი ბრიტანეთის მონარქის ოფიციალურ რეზიდენციაში გადაასვენეს. ხვალ დილით კი მის ცხედარს ედინბურგის ტაძარში დაასვენებენ, სადაც შოტლანდიელებს დედოფალთან გამომშვიდობების შესაძლებლობა ექნებათ. ხვალვე მეფე ჩარლზი და დედოფალი კამილა ბრიტანეთის პარლამენტში მივლენ, შემდეგ კი შოტლანდიაში გაემგზავრებიან. ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს, ვესტმინსტერის სააბატოში დაკრძალავენ.