ელენე ხოშტარიას დაკავების ფაქტს და მის მიერ იზოლატორიდან გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“. ალიანსი გმობს ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებას. განცხადებაში ვკითხულობთ: „ჩვენ ვგმობთ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებასა და მის მიმართ შემაძრწუნებელ მოპყრობას და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული პირის წინააღმდეგ მოპყრობის კიდევ ერთი გაუგონარი შემთხვევა. ALDE-ს წევრები გააგრძელებენ დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას,“ – ნათქვამია განცხადებაში.
თემას ეხმაურება ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი: „საქართველოს პოლიციამ, რომელიც რუსული მეთოდებით მოქმედებს, გუშინ დააკავა და იძალადა ოპოზიციური პარტია „დროას“ თავმჯდომარე ელენე ხოშტარიაზე. საქართველოს ხელისუფლება გადაიხდის დიდ ფასს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის,“ – წერს ევროპარლამენტარი.
ელენე ხოშტარია წერილს აქვეყნებს