პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ დიღმის იზოლატორში მის მიმართ ღირსების შემლახავი და ფიზიკური ძალადობის უღირსი, რუსული მეთოდი გამოიყენეს. ხოშტარია ამის შესახებ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელიც სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც „დროას“ ლიდერი აღნიშნავს, დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში, მასზე ფიზიკურადაც იძალადეს. ამ წუთებში ხოშტარიას მოსანახულებლად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება „კოალიცია ცვლილებისთვისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია. მანამდე კი „დროას“ ლიდერი ადვოკატმა მოინახულა.
თეონა ზაქარაშვილის განცხადებით, მის კლიენტს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. უფლებადამცველი განმარტავს იმასაც, რომ ხოშტარია ან 48 სთ-ში უნდა გაათავისუფლონ, ან სასამართლო სხდომა ჩაინიშნება.
გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს, სამართალდამცველებმა, სულ ოთხი პირი დააკავეს, მათგან ორი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, კიდევ ორი პირი კი, მათ შორის ელენე ხოშტარია, ამ დრომდე დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.