ელენე ხოშტარია პარლამენტში შიმშილობს

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ელენე ხოშტარია შიმშილობას აგრძელებს. დღეს ზუსტად ერთი კვირა გახდა, რაც „დროას“ ლიდერმა პროტესტის ამ ფორმას მიმართა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მედიკოსებმა მას გადასხმა გაუკეთეს. მოშიმშილე დეპუტატის მდგომარეობას „რესპულიკური საავადმყოფოს“ ექიმები აკვირდებიან. მედიკოსები პარლამენტში 24-საათიან რეჟიმში მორიგეობენ.