იანვარ-ივლისში ქვეყნის ეკონომიკა 5,1 პროცენტით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის მხოლოდ ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 6.1 პროცენტია.
ზრდა შეინიშნებოდა მშენებლობაში, დამამუშავებელ მრეწველობაში, ვაჭრობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის სხვა დარგებში. კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში.