ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 12 პროცენტი შეადგინა – ასეთი მაჩვენებელია წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით. 2024 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი კი 10.0 პროცენტით განისაზღვრა. სტატისტიკის სამსახურის ცნობით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.