აჭარაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. იმსჯელეს მიმდინარე წელს დაგეგმილ პროექტებზე. აქცენტი გაკეთდა ბიზნესის ხელშეწყობაზე. აღინიშნა, რომ 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, აჭარაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა 96.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 64%-ით აღემატება. სხდომაზე საბჭოს წევრებმა ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებიც განიხილეს.