ეკონომიკური ფორუმი

რას აკეთებს ხელისუფლება ეკონომიკური ზრდის პროცესის დასაჩქარებლად – მთავრობის ეკონომიკური გუნდის ხედვა და გეგმები დღეს ბიზნეს-სექტორმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მოისმინეს.

თბილისში გახსნილი ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს პრემიერმა და მინისტრებმა ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებები გააცნეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დაგროვებით საპენსიო რეფორმაზე, ასევე დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. შეფასდა ჭარბვალიანობის დასაძლევად გადადგმული ნაბიჯებიც, მათ შორის ის სოციალური პროექტი, რომლის შედეგად 610 000-ს მოქალაქეს წლების წინ აღებული, თუმცა ვერგადახდილი სესხები ჩამოაწერეს.

მარიამ ბერძენიშვიი აშუქებდა ფორუმს.