ეკონომიკის სამინისტრომ ფილარმონიის მმართველ კომპანიას, „ინთერნეიშენალ ივენთს“, კონტრაქტი ცალმხრივად შეუწყვიტა. მიზეზად მინისტრი, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს.
ნათია თურნავას განცხადებით, კომპანიამ ვერ შეძლო საკონცერტო დარბაზის სრული დატვირთვა და საჭირო რაოდენობის კონცერტების თუ ღონისძიებების ჩატარება. გარდა ამისა, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ფილარმონიის მმართველი კომპანიის წინააღმდეგ, დავალიანების დაფარვის მოთხოვნის მიზნით, რომელიც სან-ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
ფილარმონია ახლა სახელმწიფო საკუთრებაშია და როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, უწყება მუშაობს კონცეფციაზე, რომელიც დიდი საკონცერტო დარბაზის შემდგომი განვითარებისკენ იქნება მიმართული. კომპანიაში კი საპასუხო კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.