ლევან დავითაშვილმა ბაქოში სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მეათე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. სამხრეთის გაზის დერეფნის მონაწილე ქვეყნების მთავრობათა წარმომადგენლებმა, ასევე ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა პროექტის საკვანძო საკითხები და მისი განვითარების სამომავლო ხედვა და გეგმები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველო სამხრეთის გაზის დერეფნის განვითარების პროექტის დაწყებისთანავე მისი აქტიური მონაწილეა და უწყვეტ პოლიტიკურ მხარდაჭერას ადასტურებს.