ეკონომიკის მინისტრის მოსმენა პარლამენტში

ეკონომიკის მინისტრს პარლამენტში უსმენენ. ლევან დავითაშვილი ამ წუთებში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოდის. მინისტრი კომიტეტზე პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროოპტიმისტებმა“ ოქტომბერში ჩინეთში ვიზიტის გამო დაიბარეს. მათ აინტერესებთ, საქართველოს ვიცეპრემიერი რატომ დაესწრო ჩინეთში იმ ფორუმს და საზეიმო მიღებას, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც იმყოფებოდა.

მანანა დევაძე გვიერთდება ახლა ეთერში.