იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე თანამდებობის დატოვების მიზეზს კიდევ ერთხელ განმარტავს. ეკა ბესელია აცხადებს, რომ კომიტეტის თავმჯდომარეობაზე უარის თქმის მიზეზი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიაა და სხვა შესაძლო მიზეზებს ის გამორიცხავს. რაც შეეხება თანამდებობიდან წასვლის განცხადებას, დეპუტატის განცხადებით, დოკუმენტი ბიუროს მომდევნო სხდომაზე წარედგინება.
ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან დარჩენილია ფორმალური საკითხების მოგვარება, რამდენიმე საკითხი დასამთავრებელია და ათეულობით კანონპროექტი ხელმოსაწერია. გარდა ამისა, მთავარ საკითხად რჩება, ვინ შეასრულებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას.