ეგვიპტის საჰაერო ძალებმა სინაის ნახევარკუნძულზე "ისლამური სახელმწიფოს" მოკავშირე ექსტრემისტების პოზიციებზე იერიში მიიტანეს

ეგვიპტის საჰაერო ძალებმა სინაის ნახევარკუნძულზე თვითგამოცხადებული “ისლამური სახელმწიფოს” მოკავშირე შეიარაღებული ექსტრემისტების პოზიციებზე იერიში მიიტანეს. კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად, 30-მდე ექსტრემისტი დაიღუპა. ეგვიპტის საჰაერო ავიაციამ ასევე მიზანში ამოიღო ტერორისტების ავტომანქანები.

გუშინ ქალაქ ბირ ალ-აბედში მდებარე ალ-რავდას მეჩეთში განხორციელებულ ტერაქტს 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგანგებო სხდომის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტერორისტები მკაცრად დაისჯებიან.