ეგვიპტეში გლოვაა - მეჩეთში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა

ეგვიპტეში გლოვაა. ალ-რავდას მეჩეთში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა. გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც. სოლიდარობის ნიშნად ეიფელის კოშკი რამდენიმე წუთით ისევ ჩაბნელდა.

პასუხისმგებლობა მომხდარზე ამ დრომდე არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია, თუმცა ეგვიპტის მთავრობა დარწმუნებულია, რომ თავდასხმა თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს მოკავშირე ექსტრემისტებმა განახორციელეს.

ქვეყნის ავიაციამ ისლამისტებს საპასუხო დარტყმა უკვე მიაყენა. ალ რავდას ტერაქტი წელს ეგვიპტეში მესამე მასშტაბური თავდასხმაა.

ქეთი თუთბერიძე გიამბობთ.