ძმები კაკულიების სასამართლო პროცესი

ძმებ დავით და გურამ კაკულიებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. მათ ბრალად ედებათ 27 მაისს არაყიშვილის ქუჩაზე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობა. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

ბელა ზაქაიძე ჩაგვერთვება თემის დეტალებით.