რამდენიმეკვირიანი პროტესტის შემდეგ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად დავით ქევხიშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა.
როგორც ფედერაციის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი წერს, ტოვებს პოსტს იმისთვის, რომ სპორტსმენებმა საკუთარი საქმის ღირსეულად კეთება განაგრძონ და არ გახდნენ პროვოკაციის მსხვერპლები.