ძებნილის დაკავება

12:15, 19.11.2025

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. დააკავეს თურქეთის მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების მჭიდრო კოორდინაციის შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული მამაკაცი ეროვნულ დონეზე იძებნებოდა, კერძოდ: ქურდობის, სხეულის დაზიანების, თაღლითობისა ასევე ციხიდან გაქცევისთვის. დაკავებული გადაეცა თურქეთის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, მის მიმართ შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით.

 

მსგავსი