ძებნილი პირის დაკავება

15:15, 10.01.2026

დაკავებულია სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისთვის ძებნილი, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ  ძებნილმა პირმა არ შეასრულა ერთ-ერთ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და კომპანიის კუთვნილი ავტომობილი მართლსაწინააღმდეგოდ გაასხვისა. შედეგად სალიზინგო კომპანიას 13 ათას ლარზე მეტი ზარალი მიადგა.

მსჯავრდებული, ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2025 წლის 11 დეკემბრიდან იძებნებოდა. დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

მსგავსი