ძაღლების თავშესაფრის მშენებლობა ბათუმში
ორი იდენტური ბლოკი 27 000 კვადრატულ მეტრზე, 180 დამოუკიდებელი ვოლიერი, წალმომარაგების სისტემები და ძაღლების გასასეირნებელი შიდა ეზო. ბათუმის მერიამ ჩაქვში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო. კომპლექსში განთავსდება ვეტერინარული, ადმინისტრაციული, სამზარეულო და სხვა ბლოკები. თავშესაფრის მშენებლობა მერიას 9 მილიონამდე ლარი დაუჯდება და პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მიუსაფარი ძაღლების პრობლემის გადაჭრა ბათუმის მერის წინასაარჩევნო დაპირება იყო და ამ პროექტის შესახებ გიორგი ცინცაძემ „მოამბე რეგიონებთან“ ინტერვიუშიც ისაუბრა.
მერაბ წულუკიძისა და ედნარ კოჩალიძის რეპორტაჟი ჩაქვიდან.