„მოამბე რეგიონების“ კითხვებს ბათუმის მერი პასუხობს

ინტერვიუ – გიორგი ცინცაძესთან: „მოამბე რეგიონების“ ობიექტივში მუდმივად ხვდება პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც მოსახლეობა ითხოვს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ მოვისმინოთ, როგორ აპირებენ ამ საკითხების გადაჭრას არჩეული მერები, რომლებიც საქმიანობას ახლახან შეუდგნენ. დღეს ბათუმის მერი, გიორგი ცინცაძე ისაუბრებს პრობლემებზე, რომელთა შესახებაც „მოამბე რეგიონებში“ არაერთი რეპორტაჟი მომზადდა. დატბორილი ქუჩები, საცობები, ქაოსური განაშენიანება, წყალმომარაგება, მოუწესრიგებელი პარკირების სისტემა და მიუსაფარი ცხოველები ბათუმში ყველა სეზონზე აქტუალურია. როგორია მერის ხედვა კულტურული მემკვიდრეობისა და ქალაქის გენერალური გეგმის მიმართ და რა პრინციპით აპირებს გადაჭრას საკითხები, რომელსაც მკაცრი მიდგომები სჭირდება. მოამბე რეგიონები შესთავაზებს ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს, პრობლემების გადაჭრის გზები და საკუთარი ხედვები ადგილობრივებს გააცნონ.

მერაბ წულუკიძის ინტერვიუ ბათუმის მერთან #მოამბერეგიონები