DW: საქართველოს მოქალაქეები უვიზო რეჟიმით ბოროტად სარგებლობენ

საქართველოს მოქალაქეები უვიზო რეჟიმით ბოროტად სარგებლობენ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესახებ ევროკავშირთან შეთანხმება ერთი წლის წინ გააფორმა, თუმცა სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რიცხვი დრამატულად გაიზარდა.

ევროკავშირმა ახლა უნდა დაიწყოს დისკუსია, არის თუ არა მიზანშეწონილი უვიზო რეჟიმის სწრაფი შეჩერების მექანიზმის პირველად ამოქმედება. მისი აქტივაცია შეუძლია ევროკომისიას, იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფრის დაუსაბუთებლად მაძიებელთა რიცხვი გაიზრდება, ან იმ შემთხვევაში, თუ მიგრანტები უსაფრთხოების პრობლემებს შექმნიან“, –ნათქვამია სტატიაში.

კომენტარი გააკეთა დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ. ალექსანდრე ბარამიძე მთავრობის აქტიური მუშაობიდან გამომდინარე, გამორიცხავს შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას.