#დოსიე „ველურები. ადამიანთა ზოოპარკში“

საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, 1810 დან 1940 წლამდე, საკუთარი ცივილიზებულობისა და დანარჩენ მსოფლიოზე კოლონიალური ჰეგემონიის გასამართლებლად, ადამიანების ერთი ნაწილი მათგან განსხვავებულ ადამიანებს გამოფენდა, როგორც ურჩხულებს, ველურებს, კანიბალებს.

35 ათასამდე სამარცხვინო წარმოდგენა და მილიარდ ნახევარზე მეტი ვიზიტორი, ამერიკისა და ევროპის ზოოპარკებსა და ცირკებში – დასავლური ცივილიზაციის ისტორიის ერთერთი ყველაზე სამარცხვინო ეპიზოდი, შემაძრწუნებელი ამბავი, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი ლილიენ ტურამი, ისტორიკოსები და თავად ველურებად შერაცხულთა შთამომავლები მოგვითხრობენ უნიკალური არქივების საშუალებით.

პასკალ ბლანშარისა და ბრუნო ვიკტორ პუჟაბეს ფილმი „ველურები. ადამიანთა ზოოპარკში“

სტუმარი: ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში „დოსიე“.