#დოსიე „ერთი წელი ჩვილის სხეულში“

ადამიანის ცხოვრების წიგნის პირველი, ყველაზე მისტიკური თავი, რომელიც ყველამ გავიარეთ, მაგრამ არცერთ ჩვენგანს არ ახსოვს.

პირველი შეხვედრა სამყაროსთან, მშობლებთან, პირველი გრძნობები, სიხარული, სევდა, პირველი ნაბიჯები, პირველი წარმოთქმული სიტყვა…

საოცარი ცვლილებები, რომელიც სხეულში და ტვინში ხდება…

ჩვილის მიერ გაწეული კოლოსალური შრომა სიცოცხლის უფლების მოსაპოვებლად, სამყაროში ადგილის დასამკვიდრებლად.

პატარა მატილდას თვალით დანახული პირველი 365 დღე, რომელსაც თავადვე გვიყვება იმ საოცარი ადამიანური რევოლუციის შესახებ, რომელიც ოდესღაც ყოველმა ჩვენგანმა მოახდინა და მერე დაივიწყა.

პატრიკ სპისასა და ჯერომ კორკიკიანის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „ერთი წელი ჩვილის სხეულში“, პაატა ქურდაძის საახალწლო საავტორო გადაცემაში „დოსიე“

სტუმარი – ზაზა ვარდიაშვილი, ბავშვთა ფსიქოთერაპევტი

დოსიე

დატოვე კომენტარი