დონალდ ტრამპის რეიტინგი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა, რაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და ფასების ზრდის მიმართ მოქალაქეთა უკმაყოფილებას აჩვენებს. ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს. გამოცემის ცნობით, ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება. გამოკითხვამ კი აჩვენა, რომ რეგისტრირებული ამომრჩევლების მხოლოდ 33 პროცენტი აფასებს ტრამპის მოღვაწეობას დადებითად. მათი ინფორმაციით, გასული თვის გამოკითხვასთან შედარებით, თეთრი სახლის ლიდერის რეიტინგი სამი პროცენტით შემცირდა.
რაც შეეხება უშუალოდ რესპუბლიკელ ამომრჩევლებს, მათ შორის ტრამპის რეიტინგი ორი პუნქტით, 72 პროცენტამდე დაეცა.
რესპუბლიკელ ამომრჩევლებს შორის 53-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ისინი სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკის მართვის შესახებ ამერიკის პრეზიდენტის პოზიციას იზიარებენ. ეს მაჩვენებელი თითქმის რვა პუნქტით ნაკლებია გასული თვის მონაცემებზე.