მოამბის გადამღები ჯგუფი – შალვა სუმბაძე, ნიკა ცირიკიძე და ვახო ლეკიაშვილი ამ წუთებში პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. საქმე ეხება გუშინ, ორბელიანის მოედანზე განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა ჩვენს გუნდს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და თავს დაესხნენ – მათ სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი შეასხეს. გამოძიება პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე მიმდინარეობს.