ჟოზეფ ბორელის განცხადება

ჟოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში აშშ-ის მიერ რუსეთისთვის წერილობით პასუხს ეხმაურება:  „მივესალმები სახელმწიფო მდივან ბლინკენის წერილობით პასუხს რუსეთის უსაფრთხოების წინადადებებზე. დიპლომატიური გზა ერთადერთ გრძელვადიან გადაწყვეტას სთავაზობს უკრაინელ და ევროპელ ხალხს. მოვუწოდებ რუსეთს, მიიღოს ის. ევროკავშირი და აშშ ერთიანი არიან მიდგომებში“, – წერს ბორელი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გუშინ განაცხადა, რომ აშშ-მა რუსეთს უსაფრთხოების სფეროში წინადადებებზე წერილობითი პასუხი გასცა. მისი თქმით, დოკუმენტი რუსეთში აშშ-ის ელჩმა, ჯონ სალივანმა რუსულ მხარეს პირადად გადასცა.