აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება

„ამერიკა უსაფრთხოების სფეროში რუსეთის მიერ წარდგენილ ინიციატივებს წერილობით პასუხს სცემს – დოკუმენტი ამერიკის ელჩმა რუსულ მხარეს პირადად გადასცა“, – ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის წინადადებებზე აშშ-ის პასუხი სერიოზული დიპლომატიური გზაა, ის წარმოადგენს პრინციპულ და პრაგმატულ შეფასებას მოსკოვის მიერ წამოჭრილ შეშფოთებასთან დაკავშირებით. ბლინკენი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ღიაა დიალოგისთვის. თუმცა, დეტალების დაზუსტებაზე უარი განაცხადა. ვაშინგტონი და ნატო საჯაროდ აცხადებენ, რომ ღია კარის პოლიტიკა უცვლელი რჩევა.