ჟენევის ფორმატის მომავალი

ჟენევის ფორმატის შესაძლო შეცვლის საკითხი დღის წესრიგიდან არ იხსნება. დისკუსიებში პრემიერ-მინისტრის ჩართვის ინიციატივა აშშ-ის ელჩისგან მხარდაჭერას იღებს. იან კელი შეხვედრებში იმ ადამიანების მონაწილეობის აუცილებლობაზე საუბრობს, რომლებსაც გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ.

10 წლის წინ შექმნილი ფორმატის გადახედვის შეთავაზებას მოსკოვიდან კონკრეტული პასუხი არ მოჰყოლია, თუმცა, საქართველოს მთავრობის მეთაურის აზრით, ლავროვის უწყების საპასუხო წერილი საუბრის სივრცეს მაინც ტოვებს. ასეთი შეფასება ოპონენტებს ხელისუფლების მისამართით დამატებით კითხვებს უჩენს.

 

 

დატოვე კომენტარი