დავით ბაქრაძე - ჟენევის ფორმატთან თამაში უაღრესად საშიშია
დავით ბაქრაძე - ჟენევის ფორმატთან თამაში უაღრესად საშიშია

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით თამაში საშიში და ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანოა.

როგორც ჟურნალისტებს ბაქრაძემ განუცხადა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვით ძალიან მძიმე შეცდომა დაუშვა, რომლის გამოსასწორებლად, მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება” ახალ და კიდევ უფრო მძიმე შეცდომაზე მიდის.

„უნდა გვესმოდეს, რომ ჟენევის ფორმატის გადასინჯვაზე ნებისმიერი საუბარი პანდორას ყუთის გახსნას ნიშნავს, რომლითაც დიდი ალბათობით, რუსეთი ისარგებლებს, შეეცდება, ჟენევის ფორმატი საერთოდ გააქროს და ამ მიზნით, კარასინი-აბაშიძის ალტერნატივაც გამოიყენოს.

ჟენევის ფორმატთან თამაში უაღრესად საშიშია და ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანოა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

 

დატოვე კომენტარი