დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად მორიგი მსვლელობა გაიმართა რუსთაველის მეტროდან, მთავრობის კანცელარიამდე. მშობლების განცხადებით, ამ ტიპის პროტესტს ყოველ კვირა დღეს, ერთსა იმავე დროსა და ადგილზე ჩაატარებენ იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მოთხოვნა უცვლელია – მკურნალობის დაფინანსება და იმ თანამედროვე პრეპარატების საქართველოში შემოტანა, რომლებსაც, მშობლების განცხადებით, დაავადების პროგრესის შეფერხება და სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია.