საქართველოში მოქმედმა მსხვილმა გაერთიანებებმა, კერძო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ახალ სავაჭრო პარტნიორებთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. დისკუსია ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით შედგა. მონაწილეების თქმით, საკითხი განსაკუთრებით აქტუალური არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე გახდა. განიხილეს როგორც საქართველოს საექსპორტო პოტენციალი, ასევე სხვადასხვა ქვეყნებთან ვაჭრობის გაძლიერების მიმართულებები.