ტერეზა მეის პოლიტიკა

აფრიკულ ქვეყნებთან ბრიტანეთის ისტორიული ურთიერთობები დავიწყებული არ არის, თუმცა პრემიერ-მინისტრი კონტინენტის დიდი ეკონომიკების ყურადღების მიპყრობას და სავაჭრო პარტნიორების მოძებნას ცდილობს.

გაერთიანებული სამეფოს გეგმაა, რომ 2022 წლისთვის, „დიდი შვიდიანის“ წევრებს შორის აფრიკის მთავარი ინვესტორი გახდეს. ოფიციალურ ლონდონს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერება ევროკავშირიდან გასვლის პარალელურად სურს. არ არის გამორიცხული, რომ მცდელობა აფრიკულ ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ამოქმედებით დასრულდეს.