პარლამენტში სასამართლო რეფორმის პროექტთან დაკავშირებით, შეხვედრა მიმდინარეობს. ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლებს ხვდებიან.
ბესელიას ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება იმ კანონპროექტს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით მოამზადეს. დეპუტატის ცნობით, ცვლილებების ინიცირება მომავალ კვირას მოხდება.