სასტუმრო „რედისონში“ ნაფიცი მსაჯულების შესახებ დისკუსია გაიმართა. შეხვედრას პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თემით დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ. დისკუსიის მთავარი თემა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გაფართოება იყო, რაც ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის გამოყენებას არა მხოლოდ სისხლის სამართლის, არამედ სამოქალაქო დავებზეც გულისხმობს.