დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოები გურიაში

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგებს ებრძვიან. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ამ დრომდე რჩება სოფლები, რომელთა მოსახლეობაც ჯერ კიდევ გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ყველაზე რთული ვითარება გურიაში იყო, სადაც ამ დროისთვის თითქმის სრულად არის გაწმენდილი ცენტრალური გზები, თუმცა პრობლემებია კომუნალური სერვისების მიწოდების კუთხით. ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით ბუნებრივი აირი 170 ოჯახს არ მიეწოდება, ელექტროენერგიის გარეშე კი 110 აბონენტია. სოფლებში მობილიზებულია ჰუმანიტარული მიკროშტაბები. დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია მუშაობს.

თეა აბსარიძე დეტალებით.