„დიდი შვიდეულის“ განცხადება

„დიდი შვიდეული“ არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ დაწესებულ საზღვრებს უკრაინაში, – ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების საგარეო უწყების ხელმძღვანელები ბელორუსს მოუწოდებენ, შეწყვიტოს რუსეთის ინტერვენციის ხელშეწყობა და პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს.

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირობა დადეს, რომ „გააგრძელებენ ეკონომიკურ სანქციებს“ მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო იმ სექტორებზე, რომლებზეც რუსეთი განსაკუთრებით არის დამოკიდებული და მოუწოდეს ჩინეთს, არ მოახდინოს უარყოფითი გავლენა ამ ზომებზე. სამდღიანი შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შვიდ მსხვილ ეკონომიკურ ძალას სურს, დააჩქაროს ძალისხმევა რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულების დასასრულებლად.