დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების ამოღება
34 512 აბი „მეტადონი“ – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო შსს-მ – დაკავებულია ერთი პირი. აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის „მეტადონის“ აბები, რაც პოლიციას აქამდე ამოუღია. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სამართალდამცველებმა, ფონიჭალის დასახლებაში ჩაატარეს წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რის შედეგადაც სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – „მეტადონის“ აბების გარდა, ამოიღეს ასევე „ჰეროინის“, „მორფინისა“ და „კოდეინის“ შემცველი ორ ლიტრამდე სითხე.
საპოლიციო მოქმედებები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩაატარეს. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.