დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი

დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოთხი პირი ამხილეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები, სხვადასხვა პირის სახელით, ერთ-ერთი ონლაინ-ტოტალიზატორის ვებ-გვერდზე, წინასწარ შერჩეულ სპორტულ თამაშებზე ათავსებდნენ ფსონებს, ხოლო თამაშის დასრულების შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი და ამავე კომპანიის უფლებამოსილი პირი, შიდა ადმინისტრირების პროგრამაში, ხელოვნურად ცვლიდა თამაშის შედეგებს და წაგებულ ბილეთს მოგებულის სტატუსს ანიჭებდა. აღნიშნული გზით, ბრალდებულები საერთო ჯამში უკანონოდ დაეუფლნენ ტოტალიზატორის კუთვნილ 700 000 ლარამდე თანხას. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.