უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი სიმსივნეს ებრძვის. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვისას განაცხადა. როგორც ქეით მიდლტონი აღნიშნავს, სიმსივნის დიაგნოზი იანვარში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ დაუსვეს, როდესაც დიაგნოსტიკური კვლევების პასუხები მიიღეს. თუ რა ორგანოს სიმსივნეზეა საუბარი, ეს ინფორმაცია არ ვრცელდება. უელსის პრინცესა ამბობს, რომ ექიმების რჩევით, მან პრევენციული ქიმიოთერაპიის კურსი დაიწყო.