დღეს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება

დღეს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, ღონისძიება თბილისშიც გაიმართა. “გაიგე შენი აივ სტატუსი” – გაერო-ს შიდსის პროგრამის მოწოდებით, ეს არის 2018 წლის დევიზი. კონფერენციაზე ინფექციის პრევენციის გზებზე ისაუბრეს.

დღევანდელ ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ მედიასაშუალებები, რომლებიც ამ საკითხს აქტიურად და მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე აშუქებენ – მათ შორისაა პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება “მოამბე”, ვებ გვერდი 1tv.ge  და მარი მალაზონიას გადაცემა “პირადი ექიმი”.