დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

დღეს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. ბრიუსელში ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უხელმძღვანელებს. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს.

დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან და მის მოადგილესთან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრება.

შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება.