დღეს გიორგი ანწუხელიძეს 37 წელი შეუსრულდებოდა

დღეს გიორგი ანწუხელიძეს 37 წელი შეუსრულდებოდა. ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის წარმომადგენლებმაც. სამხედრო მოსამსახურეებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და მისი გმირობის ისტორია გაიხსენეს. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები.

თანამებრძოლებმა გიორგი ანწუხელიძე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკეს. გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა. 9 აგვისტოს ის მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა და წამების შემდეგ, ცემით მოკლეს.