დღეიდან, ყოველ შაბათს, 21:30 საათზე, პირველი არხის ეთერში, ახალი მედიაპროექტი - „42°პარალელი” გავა

დღეიდან, ყოველ შაბათს, 21:30 საათზე, პირველი არხის ეთერში გავა ახალი მედიაპროექტი – „42°პარალელი”. გადაცემა ორიენტირებულია მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ანალიზზე. განსაკუთრებული  ყურადღება  დაეთმობა სამეზობლო პოლიტიკას.

დღევანდელ გადაცემაში დეტალურად განიხილება რუსეთის პრეზიდენტის სახელწიფო დუმის წინაშე გამოსვლა, ბრექსიტის არსი, როგორ მიაღწია სამხრეთ კორეამ ეკონომიკურ აღმავლობას და ასევე, გადაცემის წამყვანი გიორგი გვიმრაძე სომხეთის დედაქალაქიდან მოგვიყვება, რატომ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი პარლამენტმა. უყურეთ „42°პარალელს” “მოამბის” დასრულების შემდეგ.