დევნილი ოჯახებისთვის ბინების შესყიდვა გრძელდება

დევნილი ოჯახებისთვის ბინების შესყიდვა გრძელდება.

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ სამეგრელოს რეგიონში „სოფლად სახლის“ შესყიდვის მოთხოვნით 700 ოჯახის განაცხადი განიხილა.

ბინით დაკმაყოფილდა 350 ოჯახი. სამეგრელოს რეგიონში კერძო სახლი მიწის ნაკვეთით 870 ოჯახს უკვე გადაეცა.

საქართველოს მასშტაბით, 2013 წლიდან დღემდე, სამინისტრომ სახლი 2000 დევნილ ოჯახს შეუსყიდა.