თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე და ანა ბუჩუკური ყვარელში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა მინისტრსა და საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს სადეპუტატო კითხვით მიმართავენ. საქმე ეხება თელავში გუშინ მომხდარ ინციდენტს, როდესაც მოქალაქეთა ჯგუფმა ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცა.
დეპუტატების თქმით, ფოტომასალიდან ჩანს, რომ პიკეტირების პროცესში ჩართულები იყვნენ ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფები – „ალტინფო“ და „კონსერვატიული მოძრაობა“. მათი ცნობით, ძალადობრივი ჯგუფები ახორციელებენ თავის ჩანაფიქრს ისე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ყველაფერს ხელს არ უშლის.