დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მისი მოძღვარი შევიდა. მამა ნიკოლოზი ბათუმიდან თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. თუმცა, მოხდება თუ არა დღეს დეკანოზის ზიარება, ეს ამ დრომდე უცნობია.
გიორგი მამალაძე ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაში რჩება და მკურნალობის კურსს აგრძელებს. მას სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. კლინიკაში დეკანოზის მოსანახულებლად დღეს საპატრიარქოდან იმყოფებოდნენ. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მას გამოკვლევები უტარდება.